პუტინი ტიპიური რუსი პენსიონერია, რომელმაც ინტერნეტით სარგებლობა არ იცის - რუსი ბლოგერი

მოწამვლის შიშით წვეულებებზე სასმელს არ სვამს, არ იცის ინტერნეტით სარგებლობა - რუსი ბლოგერი, არტემ კრუგლოვი, ვლადიმერ პუტინის შესახებ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.
ეს ყველაფერი დაიწყო მოწამვლის შიშით, თვითონ იმდენი მოწამლა, რომ წვეულებებზე სასმელის მიღების ეშინოდა, როცა ნახატებს ჩუქნიდნენ, დაცვის სპეცსამსახური ტილოებიდან და ჩარჩოებიდან სინჯებს იღებდა- იქნებ პოლონიუმით გაჟღინთესო.
კოვიდის გამო პირუტყვულმა შიშმა აიტანა, სრულიად იზოლირდა სამყაროდან, მაგრამ მთავარი ეს არ არის, პუტინი ტიპიური რუსი პენსიონერი ბაბუაა, რომელმაც არ იცის ინტერნეტით სარგებლობა და ცხოვრობს ტელევიზორით. იგი ნომერ პირველი ტელემაყურებელია, რომელიც თავად მიირთმევს იმ ნაგავს, რასაც მისი პროპაგანდა აწარმოებს. - წერს ბლოგერი.