რუსეთი კვლავ ცინიკურად იტყუება კორიდორების გახსნის თაობაზე - ირინა ვერეშჩუკი
აგრესორებმა მხოლოდ 160 კერძო ავტომობილს მისცეს საშუალება, ქალაქი მარიუპოლი დაეტოვებინათ, დარჩენილია 300 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე - ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა, განაცხადა. მისი თქმით, რუსები ჰუმანიტარული კორიდორის ილუზიას ქმნიან.
გაუშვეს მხოლოდ 160 კერძო ავტომობილი, რათა შეექმნათ ჰუმანიტარული კორიდორის ილუზია, ისინი ამჟამად ქალაქ ბერდიანსკში იმყოფებიან, მაგრამ ეს ძალიან მცირე რაოდენობაა. 160 ავტო - ეს მაქსიმუმ 600- 700 კაცია მხოლოდ. ჩვენ გვყავს დიდი სატვირთოები და 24 ავტობუსი, სადაც 300 ათასი მშვიდობიანი მოსახლეა. მოვითხოვთ, მიეცეს მათ კოლონებით წასვლის უფლება, როგორც ეს იყო სუმსა და კიევის ოლქში - განაცხადა ვერეშჩუკმა.
მინისტრის განმარტებით, ტვირთი და ავტობუსები მარიუპოლის მაცხოვრებლებისთვის უკვე 2 დღეა, რაც დგას ქალაქ ბერდიანსკში.
მათ არ უშვებენ, ჰუმანიტარულ ტვირთს არ უშვებენ. რუსეთი კვლავ ცინიკურად იტყუება კორიდორების გახსნის თაობაზე - დასძინა მინისტრმა.