2 დაღუპული და 1 დაშავებული - ოკუპანტებმა კიევში მრავალსართულიანი კორპუსები დაბომბეს

15.03.22 10:33
2 დაღუპული და 1 დაშავებული - ოკუპანტებმა კიევში მრავალსართულიანი კორპუსები დაბომბეს

გამთენიისას უკრაინის დედაქალაქზე ავიაიერიში განხორციელდა. რუსმა ოკუპანტებმა სამი მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულია 2 ადამიანი, 1 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას უკრაინის საგანგებოს სიტაუციების მართვის სამსახური ავრცელებს.

აფეთქებების შედეგად გაჩენილი ხანძრები მაშველებმა უკვე ჩააქრეს. 

ოკუპანტების  ჭურვი მოხვდა  მეტროსადგურ "ლუკიანოვსკაიასაც". დაზიანებულია შენობის  ფასადი.

მსგავსი სიახლეები