ომის მე-20 დღე - რუსი სამხედროები წინ ვერ მიიწევენ
ომის მე-20 დღე - რუსმა სამხედროებმა წინ ვერცერთი მიმართულებით ვერ წაიწიეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლზე შეტევა განახორციელეს, რომლის შემდეგადაც 150 რუსი სამხედრო, 2 ტანკი, 7 საბრძოლო მანქანა და 1 ბრონეტრანსპორტი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გეშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინის საჰაერო შეიარაღებულმა ძალებმა 4 ვერტმფრენი, 1 თითმფრინავი და მტრის 1 მფრინავი რაკეტა ჩამოაგდეს.
ამის მიუხედავად, მტერს სარაკეტო იერიშები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიაქვს. ოკუპანტი უკრაინის დაკავებულ ტერიტორიებზე განთავსებულ ჰოსპიტლებს რუსი ჯარისკაცების სამკურნალოდ იყენებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგეს მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა სუსტია, ისინი მეთაურების ბრძანებების შესრულებაზე უარს მასობრივად აცხადებენ.