ომით ვერაფერს მიაღწევთ, მკაცრ სასჯელს მიიღებთ - ზელენსკი ოკუპანტებს

15.03.22 11:13
ომით ვერაფერს მიაღწევთ, მკაცრ სასჯელს მიიღებთ - ზელენსკი ოკუპანტებს

ომის მესამე კვირას უკრაინის პრეზიდენტი შემართებას არ ჰკარგავს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსი ჯარისკაცები და მათი მეთაურები ნელ-ნელა აცნობირებენ, რომ ომით ვერაფერს მიაღწევენ. პრეზიდენტი ოკუპანტს აფრთხილებს, რომ ომზე,  დემოკრატიის ნგრევასა და ადამიანების რეპრესიებზე პასუხს მკაცრად აგებს. 

უკვე იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ ომით ვერაფერს მიაღწევენ. ეს იციან რუსმა ჯარისკაცებმა, ამას ხვდებიან მათი ოფიცრებიც, რომლებიც ბრძლის ველიდან გარბიან. ტოვებენ სამხედრო ტექნიკას, რომლებიც შემდეგ ჩვენი ნადავლი ხდება და მას უკრაინის დასაცავად ვიყენებთ.  რუსული არმია დღეს ფაქტობრივად, ჩვენთვის სამხედრო შეიარაღების მომწოდებელი გახდა. მსგავს რაღაცას ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ იფიქრებდნენ. უკრაინას თქვენ ვერაფერს წაართმევთ, აქედან ვერაფერს წაიღებთ. თქვენ ძალიან ბევრ სიცოცხლეს წაართმევთ სხვებს, იმიტომ, რომ თქვენ ძალიან ბევრნი ხართ, მაგრამ თქვენც მოგკლავენ.  ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომზე, დემოკრატიის ნგრევასა და ადამიანების რეპრესირებაზე, მკაცრ პასუხსა და სასჯელს მიიღებს. ოკუპანტების მიერ ჩადენილი თითოეული დანაშაული და ნაბიჯი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან განვიხილეთ და ეს ნაბიჯები ამტკიცებს, რომ რუსეთი დამატებით ახალი სანქციების ღირსია. როგორც შემატყობინეს, რუსეთთან მოლაპარაკებებმა არც თუ ისე ცუდად ჩაიარა, თუმცა დავაკვირდებით, რა იქნება, - განაცხადა ზელენსკიმ.