ჩინეთმა სამხედრო სფეროში რუსეთის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა

ჩინეთმა სამხედრო სფეროში რუსეთის მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას გავლენიანი და ავტორიტეტული რამდენიმე მედიასაშუალება ავრცელებს.
ცნობილია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა. ინფორმაცია უარყო ჩინეთის საელჩომ შტატებში.
თეთრი სახლის, პრესსპიკერის ჯენ ფსაკის თქმით, თუ ჩინეთი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ გაითვალისწინებს, შტატები შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.