რუსი გენერლები, სახმედროები და აღმასრულებელი პირები - ევროკავშირმა სანქციების მე-4 პაკეტი დაამტკიცა

რუს გენერლებს სამხედრო და აღმამსრულებელი თანამდებობის პირებს, მათ ოჯახებს და პუტინის ახლო გარემოცვის წევრებს ევროკავშირი პერსონალურ საქნციებს უწესებს. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეოთხე პაკეტი უკვე დამტკიცებულია. გადაწყვეტილება ევროკავშირის კომიტეტმა რამდენიმე საათის წინ მიიღო. საქნცირებულთა სიაშია ყველა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიასთან კავშირშია.
ევროკომისიის პრეზიდენტი ინფორმაციას TWITTER-ზე ავრცელებს და წერს, რომ სანქციების მეოთხე პაკეტის შესახებ უკრაინის პრეზიდენტსაც ესაუბრა.