"დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, შემდეგ კი ჩემი ქვეყანა" - პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერები კიევში ჩავლენ
საბრძოლო ვითარების მიუხედავად, პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავლენ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერი მათეუშ მორავეცკი სოციალურ ქსელში წერს.
დღეს, უკრაინის წინააღმდეგ პუტინის დანაშაულებრივი აგრესიის მე-20 დღეს, ვიცე-პრემიერთან, იაროსლავ კაჩინსკისთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან პეტრ ფიალთან და სლოვენიის პრემიერ მინისტრთან იანეზ იანშესთან ერთად კიევში მივემგზავრები, რათა უკრაინელებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ, - განაცხადა მორავეცკიმ.
მისივე ცნობით, ვიზიტი ევროკავშირთან შეთანხმებით ხორციელდება.
მსოფლიოსთვის ასეთ გარდამტეხ დროს ჩვენი ვალდებულებაა ვიყოთ იქ, სადაც ისტორიაა. იმიტომ, რომ საუბარია არა ჩვენზე, არამედ ჩვენს შვილებზეა, რომლებიც მშვიდობიან, ტირანიისგან თვაისუფალ ცხოვრებას იმსახურებენ, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
მან ასევე, პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩისნკის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ამ უკანასკნელმა რუსეთის საქართველოში შეჭრის დროს წარმოსთქვა:
დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ კი შესაძლოა, ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დროც დადგეს
მაშინ მისმა ვიზიტმა ომზე წარმოდგენა შეცვალა, მისმა მამაცმა საქციელმა კი ქართველებს ძალა შეჰმატა. ის მთელ მსოფლიოს დღემდე ახსოვს, - აღნიშნა მორავეცკიმ