ევროკავშირი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეოთხე პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეოთხე პაკეტზე შეთანხმდა. გადაწყვეტილება ევროკავშირმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებთან შეთანხმებით მიიღო.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც პუტინი აგრძელებს ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, ევროკავშირი ერთგული რჩება მისი გადაწყვეტილების, მხარი დაუჭიროს უკრაინას და დაასუსტოს კრემლის საბრძოლო მანქანის დაფინანსება.
სანქციების მეოთხე პაკეტი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა რუსეთის ეკონომიკური და ლოჯისტიკური ბაზისთვის, რომელსაც რუსეთი ეყრდნობა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისას. სანქციების მიზანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეწყვიტოს ეს არაადამიანური და უაზრო ომი უკრაინაში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტი მოიცავს:
- რუსეთის გარკვეულ სახელმწიფო ობიექტებთან ტრანზაქციების სრული აკრძალვა, ეს შეეხება სხვადასხვა სექტორს, კრემლის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს
- ევროკავშირში ფოლადის გარკვეული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა რუსეთიდან, რაც რუსეთს 3.3 მილიარდი ევროთი დააზარალებს
- ფართო აკრძალვა რუსეთის ენერგოსექტორში ახალ ინვესტიციებზე
- ფუფუნების საგნების იმპორტის აკრძალვა, სანქციის ზომა სამიზნედ რუსული ელიტის ამოღებაა
- სანქცირებულთა სიის გაფართოება, მეტი კრემლთან დაკავშირებული მეტი ოლიგარქის და სამხედრო და თავდაცვის სფეროს დაწესებულებების, ასევე დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეთა სანქცირება
- რუსეთის და რუსული კომპანიების ევროკავშირის საკრედიტო სააგენტოების მიერ შეფასება და მათთვის საკრედიტო რეიტინგის მინიჭება, რაც კიდევ უფრო მეტად შეზღუდავს მათ წვდომას ევროკავშირის ფინანსურ ბაზარზე