პუტინი ტერორისტია, ის ადამიანებს კლავს - გონჩარენკოს მიმართვა ცეცხლწაკიდებული კიევის ფონზე

15.03.22 13:23
პუტინი ტერორისტია,  ის ადამიანებს კლავს - გონჩარენკოს მიმართვა ცეცხლწაკიდებული კიევის ფონზე

უკრაინის უმაღლესი რადა დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო კიევში აფეთქებების შედეგად ცეცხლწაკიდებული  კორპუსების ფონზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. დეპუტატი რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს და მას ტერორისტად მოიხსენიებს. 

ხალხო, შეხედეთ, ეს კიევია, ევროპის შუაგული, 21 საუკუნე. პუტინო, რით უშეველე ხალხს, რომ სახლები გაუაწვი და წაართვი. საჰაერო დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლები და მანქანები ახლაც იწვის. ეს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქია, პუტინი კი უბრალო ტერორისტია, ის ადამიანებს კლავს. ეს ხალხის წინააღმდეგ ტერორია, - განაცხადა გონცარენკომ. 

კიევში დღეს მარავლსართულიანი კორპუსები დაბომბეს. უკრაინის დედაქალაქში განგაშის სირენების ხმა ახლაც ისმის.