უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა რუსი გენერალ-მაიორი მოკლა

15.03.22 13:35
უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა რუსი გენერალ-მაიორი მოკლა

,,ბრძოლის შედეგად მოვახერხეთ და გავანადგურეთ რუსი გენერალ-მაიორი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ომით მოვიდა" - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სპეციალური დანიშნულების რაზმი ,,აზოვი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, განადგურებულია მტრის დიდი რაოდენობით ტექნიკაც.

გავანადგურეთ საოკუპაციო ჯარების გენერალ-მაიორი. ვინც ჩვენთან მახვილით მოვა, მახვილითვე განიგმირება - წერენ ,,აზოვის" მებრძოლები სოციალურ ქსელში.

,,აზოვის" მებრძოლები ასევე აცხადებენ, რომ გუშინ მათ გაანადგურეს რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს 22-ე ბატალიონის ჯარისკაცები და მათი საბრძოლო ტექნიკა.

 

 

მსგავსი სიახლეები