ოკუპანტებმა დნეპრის აეროპორტი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში დნეპრის აეროპორტზე მიიტანეს. შემთხვევა ღამით მოხდა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ღამით მტერმა იერიში დენპრის აეროპორტზე მიიტანა. განხორციელდა ორი სარაკეტო იერიში. დანგრეულია ასაფრენი ზოლი. დაზიანდა ტერმინალი. მასშტაბური ნგრევაა, - განაცხადა ვალენტინ რეზნიჩენკომ.
მისივე ცნობით, აეროპორტის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.