2 კვირაა, ქალაქი ალყაშია, არ არის შუქი, წყალი, მედიკამენტები, ჰუმანიტარული კატასტროფა დაიწყო - ქალაქ იზიუმის მერი

15.03.22 14:36
2 კვირაა, ქალაქი ალყაშია, არ არის შუქი, წყალი, მედიკამენტები, ჰუმანიტარული კატასტროფა დაიწყო - ქალაქ იზიუმის მერი

სიტუაცია ქალაქ იზიუმში არანაკლებია, ვიდრე მარიუპოლში, ქალაქს ესაჭიროება ჰუმანიტარული დერეფანი- ამის შესახებ იზიუმის მერმა, ვლადიმერ მაცოკინმა, განაცხადა.

უკვე 2 კვირაა, ქალაქი ალყაშია, არ არის შუქი, წყალი, მედიკამენტები. სიტუაცია არანაკლებ მძიმეა, ვიდრე მარიუპოლში. სროლებსა და აფეთქებებს გადარჩენილები ამჯამად წამლის უკმარისობის გამო იღუპებიან. არავინ არის ისეთი, სამედიცინო დახმარებ აღმოგვიჩინონ, მიცვალებულები დამარხონ. მოგვიტანეს ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ ვერ შემოაქვთ. ასევე ვერ გაჰყავღ ავადმყოფები.

მტერი ვერაგულად ცხრილავს გზას სლავიანსკთან, ხოლო ხარკოვს კი ოკუპანტები აკონტროლებენ.

იზიუმი კატასტროფის ზღვარზეა, ხიდები განადგურებულია - წერს სოციალურ ქსელში იზიუმის მერი.