კიევში კომენდანტის საათი გაახანგრძლივეს - მოსახლეობა გარეთ გასვლას ორი დღე ვერ შეძლებს

კიევში კომენდანტის საათი გაახანგრძლივეს. მოსახლეობა გარეთ გასვლას ორი დღე ვერ შეძლებს. ინფორმაციას დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. კომენდანტის საათი დღეს 20:00 საათზე დაიწყება და 17 მარტს 07:00 საათამდე გაგრძელდება.
კომენდანტის საათის მიზანი მოსახლეობის უსაფრთხოებაა. ქალაქში სპეციალური საშვების გარეშე გადაადგილება იკრძალება. მოქალაქეების გარეთ გასვლა ნებადართული მხოლოდ თავშესაფარში გადასვლის შემთხვევაში იქნება.
ვთხოვ ყველა კიეველს მოემზადოს იმისთვის, რომ ორი დღე მოუწევს სახლში ყოფნა ან განგაშის შემთხვევაში, - თავშესაფარში“, - ამბობს ვიტალი კლიჩკო.