კადიროვი ტყუილში ამხილეს - ჩეჩნეთის ლიდერი გროზნოს აეროპორტში დააფიქსირეს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, რომელიც ჩეჩნეთში საგანგებო მისიით ჩავიდა, გროზნოს აეროპორტში დახვდა. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. კადრებმა ცხადჰყო, რომ კადიროვი ცრუობდა, როდესაც ამბობდა, რომ უკრაინაში იმყოფებოდა.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს უკვე უკრაინაში იმყოფებოდა და რუსეთის მხარეს ბრძოლას გეგმავდა.