მარიუპოლში მოსახლეობის ევაკუაცია ისევ ვერ ხერხდება - ქალაქში არც ჰუმანიტარულ ტვირთს უშვებენ
მარიუპოლში ჰუმანიტარულ დახმარებას ისევ არ უშვებენ. ქალაქში არც მოსახლეობის საევაკუციო კორიდორებია გახსნილი.
ჯერ კიდევ გუშინ, 15 მარტს დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქალაქში მოსახლეობის საევაკუაციო ჰუმანიტარული კორიდორი ამოქმედდა და მოქალაქეები მარიუპულის დატოვებას კერძო ავტომობილებით შეძლებდნენ.
14 მარტს რუსმა სამხედროებმა მარიუპოლი მხოლოდ 160 კერძო ავტომობილს დაატოვებინეს.