ბელორუსზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ ჩვენ ომში არ ჩავებმებით - ალექსანდრ ლუკაშენკო
ბელორუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო, აცხადებს, რომ მისი ქვეყნის მიმართულებით გადმოსროლილ იქნა რაკეტა Точка-У, მაგრამ ამ ფაქტის მიუხედავად, ის ომში ჩაბმას არ აპირებს. ინფორმაციას ბელორუსის სახელმწიფო გამოცემა Белта ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია, კერძოდ საიდან წამოვიდა რაკეტა. თუმცა, ბელორუსის ლიდერმა განაცხადა, რომ ის რუსების დახმარებით ქალაქ პრიპიატის თავზე გააუვნებელყვეს.
გაფრთხილებდით, რომ ჩვენ გვიბიძგებენ ამ ოპერაციაში, ამ ომში. ამის დადასტურება 2 დღის წინ ჩვენი მისამართით გასროლილი რაკეტაТочка-У, რომელიც ჩვენ რუსების დახმარებით წარმატებით ჩამოვაგდეთ პრიპიატის თავზე. რას ფიქრობენ, ერთი რაკეტით სურთ ბელორუსის დაბომბვა და განადგურება? არ გამოუვათ და რატომ აკეთებენ? რომ გამოგვიწვიონ. მაგრამ ჩვენ თუ გადავწყვეტთ პასუხის გაცემას, უფრო საფუძვლიანად გავცემთ. თუმცა ჯერ ვითმენთ.
კიდევ ვაცხადებ, არ ვაპირებთ ჩავერთოთ იმ ოპერაციაში, რასაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს
ომში ჩაბმის აუცილებლობა არ არსებობს, რა უნდა დავუმატოთ რუსების შეიარაღებას? რაც შეეხება პირად შემადგენლობას, რუსებს თავიანთიც ჰყოფნით.
შეიარაღებას ჩვენ რუსებისგან ვყიდულობთ. მათ ყველაფერი აქვთ, თანაც საუკეთესო.
ჩვენ იქ არავინ გვეძახის- განაცხადა ბელორუისის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 დღის უკან რუსულმა შვეულმფრენებმა უკრაინის ტერიტორიიდან სტარტი აიღეს და ბელორუსის მიმართულებით თავდასხმა განახორციელეს.