ჩვენ ყველანი რუსეთის სამიზნეები ვართ, დაეხმარეთ თქვენ თავს ჩვენი დახმარებით! - ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს

ისინი თქვენთანაც მოვლენ! - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს 8 ლიდერს. ვოლდიმირ ზელენსკი დღევანდელ მიმართვაში კიდევ უფრო მკაცრი და მომთხოვნი იყო. მან პირდაპირ თქვა, რომ სანქციები რომელიც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა, ომის შესაჩერებლად საკმარისი არ არის.
ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთის საომარი მანქანა. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია შევაჩეროთ ადამიანთა მკვლელობა. ამის გაკეთება ერთად უფრო მარტივი იქნება. სხვაგვარად ისინი თქვენამდე მოვლენ. ჩვენ ყველა ვართ რუსეთის სამიზნეები. დაეხმარეთ თქვენს თავს ჩვენი დახმარებით, - განაცხადა ზელენსკიმ.