რუსეთმა უკრაინასთან ომის დროს 3 ჟურნალისტი მოკლა, დაშავებულია 35 - ლუდმილა დენისოვა

15.03.22 17:06
რუსეთმა უკრაინასთან ომის დროს 3 ჟურნალისტი მოკლა, დაშავებულია 35 - ლუდმილა დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას, განცხადებით, უკრაინაში ომისას რუსეთმა მოკლა 3 ჟურნალისტი, დაშავებულია 35. ამის შესახებ მან ტელეგრამზე დაწერა.

დენისოვას თქმით, გარდაცვლილი ჟურნალისტები არიან ვიქტორ დუდარი, ევჰენ საკუნი და ბრენტ რენო.

უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, დუდარი ნიკოლაევთან საომარ მოქმედებებს შეეწირა, საკუნი კიევში სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა, ხოლო აშშ-ს მოქალაქე, ბრენტ რენო, ირპენში, საგუშაგოზე მოკლეს.

მსგავსი სიახლეები