გვესმის ბევრი საუბარი მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით - ზელენსკი NATO-ს აკრიტიკებს

15.03.22 17:18
გვესმის ბევრი საუბარი მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით  - ზელენსკი  NATO-ს აკრიტიკებს

უკრაინის პრეზიდენტი NATO-ს აკრიტიკებს.  ვოლიდიმირ ზელენსკი დასავლეთს უკრაინის ცის ჩაკეტვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. 

ჩვენ გვესმის ბევრი საუბარი მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელებული მოსაზრებით შეიძლება დაიწყოს თუ NATO რუსულ თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეს ჩაუკეტავს და ამიტომ არასაფრენი ზონის შექმნა ვერ მოხერხდა. ეს საშუალებას აძლევს რუსულ ჯარს დაბომბოს მშვიდობიანი ქალაქები, ააფეთქოს საცხოვრებელი ბლოკები, საავადმყოფოები და სკოლები. 4 მრავალსართულიანი სახლი დაიბომბა დღეს დილით კიევში და არის ათობით გარდაცვლილი, - განაცხადა პრეზიდენტმა.