მაიძულეს ომში წასვლა, თუ არ დავთანხმდებოდი, 10 წლით ციხე მემუქრებოდა - რუსი ტყვე

კიდევ ერთი რუსი ტყვე, რომელიც უკრაინელებმა აიყვანეს, ამბობს, რომ ომში არწასვლის შემთხვევაში მას 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. მისი თქმით, რუს ჯარისკაცებს შორის ბევრია ისეთი, ვისაც უკრაინაში საბრძოლველად წასვლა არ უნდა. რუსი სამხედრო თანამებრძოლებს მოუწოდებს, დაყარონ იარაღი და უკრაინიდან წავიდნენ.
არ მინდოდა აქ წამოსვლა, მაგრამ მაიძულეს. თუ არ დავთანხმდებოდი, 10 წლით ციხე მემუქრებოდა. ჯარისკაცებს შორის ბევრია ისეთი, ვისაც უკრაინაში წამოსვლა არ უნდოდა. ვინც არ დათანხმდა, მათი ბედი უცნობია. 700-800 ადამიანი გამოგვიშვეს. ნახევარზე მეტი ჩვენი ბატალიონიდან უკვე გარაიცვალა. 3 ბეტეერიდან 2 განადგურებულია. გვეუბნებოდნნე, რმო ურკაინელი სამხედროები ხალხს ავიწროვებდნენ. ჩვენი ჩამოსვბლა დიდი შეცდომა იყო. უკრაინა თავის მოქალაქეებს იცავს და ჩვენ აქ სასურველი სტუმრები არ ვართ. მივმართავ ყველას, დაყარონ იარაღი და წავიდნენ უკრაინიდან, - ამბობს რუსი ტყვე.