ერთმორწმუნე რუსებმა 3 კვირის განმავლობაში უკრაინაში სასულიერი დანიშნულების 28 შენობა დაანგრიეს

15.03.22 17:27
ერთმორწმუნე რუსებმა 3 კვირის განმავლობაში უკრაინაში   სასულიერი დანიშნულების 28 შენობა დაანგრიეს

რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინის 6 ოლქში 3 კვირის მანძილზე სასულიერო დანიშნულების 28 შენობა დაინგრა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,უკრაინის ,ეთნოპოლიტიკისა და თავისუფალი სინდისის სახელმწიფო სამსახური" ავრცელებს.

იმ დროს, როცა კრემლის პროპაგანდისტები თავიანთ იმპერიალისტურ ზრახვებს მართლმადიდებლობის დაცვით ნიღბავენ, რუსი აგრესორები ანგრევენ მართლმადიდებლური და სხვა რელიგიიის შენობებს, ტაძრებს. განადგურდა სასულიერო დანიშნულების 28 ნაგებობა უკრაინის 6 ოლქში: კიევში, დონეცკში, ჟიტომირში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ჩერნიგოვსკში. მათი უმრავლესობა მართლმადიდებლური ტაძრებია - აცხადებენ უწყებაში.

,,უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და თავისუფალი სინდისის სახელმწიფო სამსახურის" ინფორმაციით, დაინგრა სვიატოგორსკის ლავრა დონეცკში, მიტროფანეს ტაძარი ლისიჩანსკში, წმინდა ეკატერინეს ეკლესია ლუგანსკში, წმინდა იოსებ ბელგოროდელის ტაძარი კიევში, წმინდა მეფე თამარის ეკლესია ხარკოვში და მრავალი სხვა.

7 მარტს სოფელ ზავორიჩში სროლისას დაინგრა გეორგიევსკის ეკლესია, რომელიც 1873 წელსაა აშენებული, ასევე დანგრეულია 160 წლიანი ხის ტაძარი ჟიტომირში, ხოლო კიევის ოლქში რუსებმა მიწასთან გაასწორეს 1069 წელს აგებული უსპენსკის მონასტერი. 

8 მარტს რუსეთის ავიაიერიშის შედეგად ქალაქ სუმის სასულიერო სემინარია სრულად დაინგრა.

 

 

  

მსგავსი სიახლეები