მოლაპარაკებები რუსეთთან გრძელდება, განვიხილავთ ცეცხლის შეწყვეტასა და ჯარების გაყვანას - მიხეილ პოდოლიაკი

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები 15 მარტის მოლაპარაკებაზე ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხს განიხილავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი, ,,ტვიტერზე" ავრცელებს.
მოლაპარაკებები გრძელდება. განახლდა კონსულტაციები მთავარი პლატფორმის ირგვლივ. მთავარი საკითხები დარეგულირებული და გარკვეულია, ესაა ცეცხლის შეწყვეტა და ჯარების გაყვანა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან - წერს სოციალურ ქსელში პოდოლიაკი.