რუსეთმა სანქციების საპასუხოდ ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ეკონომისტებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთი სანქციების საპასუხოდ ქვეყანაში შესვლას უკრძალავს ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს მილის, ასევე მთელ რიგ ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწეს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ეს ნაბიჯი გადადგმულია შემხვედრი რეაქციით, რაც გამოიწვია რუსოფობიურმა კურსმა, რომელიც დაიწყო ამერიკის ადმინისტრაციამ და ითვალისწინებს ამერიკული ჰეგემონიის შენარჩუნებას მსოფლიოში. ამის მიუხედავად, ჩვენ უარს არ ვამბობთ ოფიციალური კავშირების შენარჩუნებაზე, თუკი ის ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს შეესაბამება. - აცხადებენ სერგეი ლავროვის უწყებაში.
პირები, რომლებსაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა:
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი
თავდაცვის მინისტრი ლიოდ ოსტინი
გენშტაბის ხელმძღვანელი მარკ მილი
აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე, ჯეიკობ სალივანი
უილიამ ბერნსი - ცენტრალური სადაზვერვო განყოფილების დირექტორი
ჯენიფერ ფსაკი - თეთრი სახლის პრეს სპიკერი
დალილ სინგხი - ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი
სამანტა პაუერი - საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი
ხანტერ ბაიდენი - აშშ-ის პრეზიდენტის შვილი
ჰილარი კლინტონი - აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი
რეტა ჯო ლიუისი - ექსპორტ იმპორტის ბანკის პრეზიდენტი