რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის საოლქო საავადმყოფოს პესონალი ტყვედ აიყვანეს

15.03.22 19:49
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის საოლქო საავადმყოფოს პესონალი ტყვედ აიყვანეს

რუსმა აგრესორებმა მარიუპოლში საოლქო საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო, ავრცელებს. 

რუსმა ოკუპანტებმა მძევლად აიყვანეს ექიმები და პაციენტები. ჩვენთვის ამ შეტყობინების გადმოცემა მოასწრო კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

საავადმყოფოდან შეუძლებელია, გამოხვიდე, დიდი სროლებია, ვსხედვართ სარდაფში. კლინიკამდე მანქანები ვერ მოდიან უკვე 2 დღეა. ირგვლივ მრავალსართულიანი კორპუსები იწვის.

ჩვენს საავადმყოფოში რუსებმა მორეკეს 400 ადამიანი ახლომდებარე სახლებიდან - წერს კირილენკო.

კირილენკოს ინფორმაციით, წინა დღეებში რუსმა აგრესორებმა საავადმყოფო პრაქტიკულად დაანგრიეს, თუმცა, ამის მიუხედავად, პერსონალი მუშაობას განაგრძობდა კლინიკის სარდაფში.