მოსკოვში რუსეთის ,,პირველი არხის" ყოფილი რედაქტორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

მოსკოვის სასამართლოში რუსეთის ,,პირველი არხის" უკვე ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას, პროცესი მიმდინარეობს.
მარინა ოვსიანიკოვას ბრალი ედება მონაწილეობა არასანქცირებულ საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში, რაც ადმინისტრაციული წესით ისჯება.
ასეთი რამ პროგრამა ,,ვრემიას" 54 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად მოხდა. ავსიანიკოვამ ომის საწინააღმდეო პლაკატი სტუდიაში მაშინ გაშალა, როდესაც წამყვანი რუსეთის პრემიერის განცხადებას კითხულობდა.
არ ვნანობ, რაც გავაკეთე! რაც არ უნდა იყოს შედეგი, მზად ვარ, ვატარო, როგორც ღირსების ბეიჯი, - დაწერა „ტვიტერის“ გვერდზე ოვსიანიკოვამ.
რუსეთში ამბობენ, რომ ახალგაზრდა რედაქტორის გაბედული ნაბიჯი იქნება საწყისი სისტემური ძვრებისა და პუტინის რეჟიმის დასრულების, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ხელისუფლება პირველ რიგში მედიას უტევს და სთხოვს, ომზე ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით გაავრცელონ.