სასამართლომ რუსეთის სახელმწიფო არხის ყოფილი რედაქტორი 30 ათასი რუბლით დააჯარიმა

15.03.22 20:21
სასამართლომ რუსეთის სახელმწიფო არხის ყოფილი რედაქტორი 30 ათასი რუბლით დააჯარიმა

რუსეთის სახელმწიფო არხის ყოფილი რედაქტორი, მარინა ავსიანიკოვა, მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ 30 ათასი რუბლით დააჯარიმა. ავსიანიკოვას ბრალად ედებოდა მონაწილეობა არასანქცირებულ საჯარო ღონისძიების ორგანიზებაში, რაც ადმინისტრაციული წესით ისჯება.

ასეთი რამ პროგრამა ,,ვრემიას" 54 წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად მოხდა. ავსიანიკოვამ ომის საწინააღმდეო პლაკატი ,,შეაჩერე ომი" სტუდიაში მაშინ  გაშალა, როდესაც წამყვანი რუსეთის პრემიერის განცხადებას კითხულობდა. 

არსებობს ინფორმაცია, რომ მოგვიანებით მარინა ავსიანიკოვას ბრალად წაუყენებენ რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.

 

 

მსგავსი სიახლეები