რუსეთის გეგმა, აიღოს კიევი, ვერასდროს რეალიზდება - კიევის მერი

16.03.22 10:43
რუსეთის  გეგმა, აიღოს კიევი, ვერასდროს რეალიზდება - კიევის მერი

რუსეთის  გეგმა, აიღოს კიევი, ვერასდროს რეალიზდება - ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის მერმა ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა. ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევი, პირველ რიგში, ხალხია, რომელიც რუსეთს არასდროს დანებდება. 

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე კვირაა რაც ომი მიმდინარეობს, მტერმა არა მხოლდო კიევის აღება ვერ შეძლო, არამედ მისი ალყაში მოქცევაც ვერ მოახერხა. უკრაინელმა სამხედროებმა მათი გეგმები ჩაშალეს. 

დღეს შემიძლია მკაფიოდ ვთქვა, რომ ვმუშაობთ სამხედროებთან კომუნიკაციაში, მუდმივად ვმუშაობთ თავდაცვასთან. რუსების გეგმა აიღონ კიევი ვერასდროს რეალიზდება! თუ ისინი უკიდურეს შემთხვევაში რომელირაც შენობებს დაიკავებენ, ადამიანებს ვერ აიყვანენ. კიევი მხოლოდ შენობები არ არის, კიევი, პირველ რიგში - ხალხია. 

დამპყრობლები ქალაქში პანიკის და შიშის დათესვას დაბომბვით ცდილობს, მაგრამ უკუეფექტს იღებენ. ადამიანებს ბრაზი, ზიზღი და სამაგიეროს გადახდის სურვილი იპყრობთ, - განაცხადა კლიჩკომ.