კიევში დაბომბვის შედეგად 12 სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა - დაშავდა 2 ადამიანი

ოკუპანტებმა კიევში 12 სართულიანი კორპუსი დაბომბეს. დაბომბვის შედეგად სახლი სრულად ჩამოინგრა. ნაწილობრივ დაზიანდა მეზობელი კორპუსიც. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, 35 კი ევაკუირებულია. ადგილზე სამაშველო სამსახური ამ დრომდე მუშაობს.