ოკუპანტების მორიგი სისასტიკე - რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში ქუჩაში მიმავალი პენსიონერი მოკლეს

16.03.22 11:35
ოკუპანტების მორიგი სისასტიკე - რუსმა სამხედროებმა  მარიუპოლში ქუჩაში მიმავალი  პენსიონერი მოკლეს

რუსი სამხედროები  უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს მასობრივად კლავენ. ვრცელდება კიდევ ერთი ვიდეომასალა, რომელიც რუსულ სისასტიკეს ასახავს. კადრებში ჩანს, რომ მარიუპოლში  ქუჩაში მიმავალ პენსიონერს ოკუპანტები  ტანკიდან ესვრიან და ქუჩაში დემონსტრაციულად კლავენ.

მარიუპოლში ათასობით დაღუპული მოქალაქეა. მომატებული საფრთხის გამო ქუჩაში აღარც სასწრაფო დახმარების მანქანები გადაადგილდებიან. დაჭრილი ადამიანები ქუჩებში არიან მიტოვებულები. 

მსგავსი სიახლეები