მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს, ჩამოდით აქ, კიევში! - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს კიევში ცასვლისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს ახსენებს, რომ ურკაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა ჯერ ისევ არ მომხდარა. მისი თქმით, საჭიროა, დასავლეთამ სანქციები იქამდე გააძლიეროს, ვიდრე ოკუპანტი ცეცხლს არ შეწყვეტს.
ოკუპანტები აგრძელებენ სამხედრო დანაშაულს. ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნქტს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული რაკეტების რაოდენობამ 900 გადააჭარბა. განხორციელებული ავიაიერიშების დათვლა კი შეუძლებელია. რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები უნდა გავაძლიეროთ და ეს უნდა მოხდეს მანამ, სანამ რუსეთი ცეცხლს არ შეწყვეტს. რუსეთის მოქალაქეებო, ეს ომი თქვენი ქვეყნისთვის დამთავრდება სირცხვილით და სიღარიბით, მრავალწლიანი იზოლაციით, ძალიან მკცრი რეპრესიული მანქანა მოგექცევათ ტქვენც ზუსტად ისე არაადამიანურად, როგორც თქვენ ექცევით უკრაინის მოქალაქეებს, ოკუპანტებო. მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს, ჩამოდით აქ, კიევში! მართალია, ეს სახიფათოა, რადგან უკრაინის ცა ჩაკეტილი არაა რუსული რაკეტებისთვის. მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისთვის თვითმფრინავების გადმოცემაზე ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ისინი ჯერ არ მიგვიღია. მთელი მსოფლიოს მზერა ჩვენი ქვეყნისკენაა მომართული. რუსი ოკუპანტების მითი ინგრევა იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლება უკრაინელი ხალხის ნებას არ აგმოხატავს. ისინი, ვინც ცოტა ხნით ოკუპანტებთან მუშაობა გადაწყვიტეს, სადრაც იქ, როსტოვში იმალებიან, - განაცხადა ზელენსკიმ.