უკრაინა-რუსეთის წინააღმდეგ - ჰააგას სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი რამდენიმე საათში გახდება
უკრაინა-რუსეთის წინააღმდეგ - საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი რამდენიმე საათში გახდება. ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ მოსამართლე შემზღუდავ დროებით ზომებს გამოაცხადებს. საქმე ეხება რუსეთის მიერ გენოციდის ცნების დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად.
პარალელურად, ჰააგის ტრიბუნალი ელოდება ვლადიმერ პუტინს და კრემლის სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებს. სასამართლო ამბობს, რომ უკვე მოპოვებული მტკიცებულებებით, რუსეთის მხრიდან ომის დანაშაულის კვალი იკვეთება.