ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში რკინიგზის სადგური და ბოტანიკური ბაღი დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში სამოქალაქო ობიექტები პირველად დაბომბეს. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქსი სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
მისი ცნობით, დაიბომბა ზაპოროჟიე2-ის რკინიგზის სადგური, რაკეტა დაეცა ბოტანიკურ ბაღსაც. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევას შედეგად არავინ დაღუპულა.