რუსმა დამპყრობლებმა ქალაქ ბუჩას საბჭოს შენობა დაარბიეს და 6 ადამიანი გაიტაცეს

16.03.22 12:30
რუსმა დამპყრობლებმა  ქალაქ ბუჩას საბჭოს შენობა დაარბიეს და 6 ადამიანი გაიტაცეს

რუსმა დამპყრობლებმა  ქალაქ ბუჩას საბჭოს შენობა დაარბიეს და 6 ადამიანი გაიტაცეს. ტყვეებს შორის არიან ქალაქის საბჭოს თანამშრომლები და მოხალისეები. ინფორმაციას ბუჩას საბჭო ავრცელებს. 

15 მარტს, საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ბუჩას საბჭოს ადმინისტრაციული  შენობა დაარბიეს და ტყვეებად  ჩვენი თანამშრომლები და მოხალისეები აიყვანეს, რომლებიც სროლების ფონზე  ბოლო წუთამდე ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს ეხმარებოდნენ, - იუწყება ქალაქის საბჭო. 

საბჭოს ცნობითვე, რუსებმა გატაცებამდე ტყვედ აყვანილი ადამიანების პასპორტები და საბუთები გადაყარეს. 

ქალაქ ბუცას საბჭო პრეზიდენტის ოფისს და მთავრობას ტყვეების გასატავისუფლებად დახმარებას სთხოვს. 

მსგავსი სიახლეები