მარიუპოლში ოკუპანტებმა საავადმყოფო დაიკავეს - აგრესორს შენობაში 400-მდე ტყვე ჰყავს

მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა 400 მდე ადამიანი ტყედ აიყვანეს. საუბარია მშვიდობიან მოქალაქეებზე, ექიმებსა და სამედიცინო პერსონალზე. რუსულმა არმიამ ადგილობრივი საავადმყოფო გუშინ დაიკავა. შენობიდან, სადაც ასობით მძევალი ჰყავთ, ოკუპანტი ქალაქს ბომბავს.
საავადმყოფოდან გასვლა შეუძლებელია. ძლიერად ისვრიან. ვსხედვართ სარდაფში. უკვე მეორე დღეა ავტომობილები საავადმყოფოს ეზომდე ვერ მოდიან. ირგვლივ მრავალსართულიანი კორპუსები იწვის. ჩვენს საავადმყოფოში რუსებმა მეზობელი სახლებიდან 400-მდე ადამიანი შემოყარეს. გასვლის უფლება არ გვაქვს, - წერს სოციალურ ქსელში საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელი.
პარალელურად, შეტანხმება სუჩუმის საათთან დაკავშირებით ისევ დაიღვა. განუწყვეტელი სროლების და დაბომბვის გამო ქალაქშ ჰუმანიტარული კორიდორი ისევ ვერ გაიხსნა.