ილონ მასკი კადიროვს ტროლავს - მან Twitter-ზე სახელი გადაირქვა და "ილონა" დაირქვა

ილონ მასკი კადიროვს ტროლავს - მას შემდეგ, რაც რამზან კადიროვმა კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელს სოციალურ ქსელში უპასუხა, ილონ მასკმა Twitter-ზე სახელი გადაირქვა და "ილონა" დაირქვა.
მასკს კადიროვის დატროლვაში გამომგონებლის დედაც შეუერთდა:
ძალიან ლამაზი ხარ, ილონა, - უწერს სოციალურ ქსელში მაიე მასკი.
ცნობისთვის, ილონ მასკმა Twitter-ში ვლადიმერ პუტინი ორთაბრძოლაში გამოიწვია, რაზეც მას Telegram-ში რამზან კადიროვმა უპასუხა და ჩეჩნეთში დაპატიჟა.
უნდა ივარჯიშო, რათა ნაზი ილონიდან ბრუტალურ ილონად გადაიქცე. გთავაზობთ, რომ მომზადება ჩვენთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში გაიარო, - მისწერა ჩეჩნეთის ლიდერმა.