ოკუპანტებმა ამჯერად სკადოვსკის მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს

16.03.22 14:48
ოკუპანტებმა  ამჯერად სკადოვსკის მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს

ოკუპანტებმა ოკუპირებული სკადოვსკის მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს.ინფორმაციას ადგილობრივი აქტივისტი ავრცელებს. მისი ცნობით, ალექსანდრე იაკოვლევი და იური პალიუხა  დღეს დილით ქალაქის საბჭოდან  გაიტაცეს.

ახლახანს, სკადოვსკის ქალაქის საბწოდან რუსმა სამხედროებმა მერი ალექსანდრე იაკოვლევი და იური პალიუხა გაიტაცეს, - წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში. 

მერის გატაცება მოსახლოებამ ქალაქის მოედანზე გააპროტესტა. "რუსი ჯარისკაცი ფაშისტი და ოკუპანტია!", "დაგვიბრუნეთ მერი!" - სკანდირებდნენ ქუჩაში გამოსულები.

მსგავსი სიახლეები