ჩერნიგოვში დაიბომბა ტაძარი, რომელსაც თავს 22 მოქალაქე აფარებდა

16.03.22 15:10
ჩერნიგოვში დაიბომბა ტაძარი, რომელსაც თავს 22 მოქალაქე აფარებდა

ერთმოწმუნე რუსეთი უკრაინაში ეკლესიების დაბომბვას განაგრძობს. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში წმინდა მარინას ტაძარზე მიიტანეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ეკლესია განადგურებულია:  ჩამოშლიალია გუმბათი, სამრეკლო და დაზინებულია უძველესი ფრესკები. 

ამ წუთებში  ადგილობრივები დაბომბილი ეკლესიიდან იატაკზე მიმობნეული დაზიანებული ხატების და სხვადასხვა ნივთების გამოტანას ცდილობენ.

ტაძარში, რომელიც მტრის სამიზნე აღმოჩნდა, თავს უსახლკაროდ დარცენილი მოქალაქეები აფარებდნენ.