"მაპატიეთ, რომ აქ ჩამოვედი" - ჩერნიგოვში მოსახლეობამ ოკუპანტები დაატყვევა

ჩერნიგოვში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა რუსი ოკუპანტები ტყვეებად აიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი დაზვერვის ბატალიონის უფროსია. ტყვეები თავის მართლების რეჟიმში არიან და უკრაინელებს ბოდიშს უხდიან.
მაპატიეთ, რომ აქ ჩამოვედი. უკრაინელ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ მათ წინაშე დამნასავე ვარ. მე არ მინდოდა ომში წამოსვლა. გეფიცებით, არავინ მომიკლავს. ვითხოვ პატიებას. ჩემს ტანამებრძოლებს მინდა ვუთხრა, რომ დაყაროპნ იარაღი და არ წამოვიდნენ აქ, - ამბობს ერთ-ერთი ტყვე.
კიდევ ერთი რუსი ტყვე ამბობს, რომ ისინი ომში მოტყუებით წაიყვანეს.
ბრძანება იყო სწავლებაზე. ამის შემდეგ აღმოვჩნდით უკრაინაში. არ ვიცოდით, რომ აქ მოვყავდით. თავიდან სადგურებამდე მივედით, შემდეგ მანქანებზე გადავსხედით და უკრაინისკენ გამოვემართეთ. რუსული ჯარი იბრძის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამბობს რუსი სამხედრო.