კადიროვი მარიუპოლში შესვლას აანონსებს - ის იერიშის მიტანას უკრაინულ სამხედრო ბაზაზე გეგმავს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მარიუპოლში შესვლას და ქალაქის დაკავებას აანონსებს. კადიროვი ამბობს, რომ მისი დაჯგუფების პირველი სამიზნე ის სამხედრო ბაზა იქნება, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებიან.
ჩეჩნეთის ლიდერი ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ემზადებიან მისი დაჯგუფების წევრები მეტალურგიულ ქარხანაზე იერიშისთვის. ისინი შნეობის შტურმით აღებას გეგმავენ. დავალება კადიროვის დაჯგუფების ხელმძღვანელმა ადამ დელიმხანოვმა ქარხნის ტერიტორიის უკრაინელებისგან გაწმენდის შესახებ უკვე გასცა.