ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე ვაპირებ იარაღის დადებას - ზელენსკი

რუსმა ჰაკერებმა ტელეარხი "უკრაინა 24 " გატეხეს და ეთერში მორბენალი სტრიქონი გაუშვეს, თითქოს პრეზიდენტი ზელენსკი ურკაინელ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ და დანებებისკენ მოუწოდებდა. ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ოკუპანტი სიცრუეში ამხილა. მისი თქმით, საკუთარ ჯარისკაცებს იარაღის დაყრისკენ და ბრძოლის შეწყვეტისკენ არასდროს მოუწოდებს.
ვრცდელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მე ვაპირებ იარაღის დადებას, მაგრამ ჩემის მხრივ, მხოლოდ ის შემიძლია მოვუწოდო რუსებს, თვითონ დადონ იარაღი და სახლში წავიდნენ. ჩვენ ისედაც სახლში ვართ და ჩვენს მიწას ვიცავთ. ჩვენს სახლს, ჩვენს ბავშვებს, ოჯახებს, ამიტომ არ ვაპირებთ იარაღის დადებას. ჩვენ გამარჯვებისკენ მივდივართ, - განაცხადა ზელენსკიმ.