ჰააგის სასამართლოს პროკურორი უკვე უკრაინაშია და რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს - ზელენსკი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკვე უკრაინაშია და მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, პროკურორი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ოკუპანტებმა პასუხი აგონ. საჭიროა, საერთაშორისო ტრიბუნალი და ის იქნება. ყველაფრისთვის, რაც მათ უკრაინაში ჩაიდინეს, ჩვენი ხალხის წინააღდეგ, რუსული ჯარის ტერორიზმის თითოეულ აქტზე, რომელიც მათ უკრაინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩაიდინეს. უკრაინის პროკურატურამ და სამართალდამცავებმა ამაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.
მნიშვნელოვანია უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამომძიებელთა ჯგუფის მუშაობის დაწყებაც, რომლებიც ჩვენ სამართალდამცავებთან ერთად აგროვებენ მტკიცებულებებს, აგროვებენ დამპყრობლის მხრიდან სამხედრო დანაშაულის ფაქტებს ჩვენი სახლემწიფოს ტერიტორიაზე. ეს ხდება იმისთვის, რათა მათ იურიდიული, კანონიერი და კონკრეტული პასუხი გაეცეთ.
მე მქონდა საუბარი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს კარიმ ხანთან. ის უკვე უკრაინაშია. მან უკვე დაიწყო მუშაობა, - განაცხადა ზელენსკიმ.