სკადოვსკის გატაცებული მერი ვიდემიმართვას ავრცელებს - ამბობს, რომ საფრთხე არ ემუქრება

ოკუპირებულ სკადოვსკის მერი, რომელიც რუსმა სამხედროებმა გაიტაცეს, ვიდეომიმართვას ავრცელებს. მერი ამბობს, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებულია და თავს კარგად გრძნობს. ამის მიუხედავად, ალექსანდრ იაკოვლევი საკმაოდ აღგზნებული გამოიყურება. გაურკვეველია ისიც, თუ რა ვითარებაში და სად არის ჩაწერილი ვიდეომიმართვა.
ჰქონდათ კომუნიკაცია ჩვენთან. უკვე გაგვიშვეს. თავს კარგად ვგრძნობ. შეგვპირდნენ, რომ გასაუბრების შემდეგ ყველას გაათავისუფლებენ. გთხოვთ, დამშვიდდეთ. ჩვენ არაფერი გვემუქრება, - ამბობს სკადოვსკის მერი.