თუ გვინდა სიმართლემ იზეიმოს, უკრაინის საქმე უნდა იყოს საუკეთესო მაგალითი - ჰააგის პროკურორი

16.03.22 17:09
თუ გვინდა სიმართლემ იზეიმოს, უკრაინის საქმე უნდა იყოს საუკეთესო მაგალითი  - ჰააგის პროკურორი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი, რომელიც უკვე უკრაინაშია და რუსეთის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს, ამბობს, რომ უკრაინის საქმე საუკეთესო მაგალითი უნდა იყოს. მისი თქმით, სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. 

მე პოლონეთის საზღვრიდან შემოვედი უკრაინაში. მთელი მსოფლიო და მეც ვხედავთ რა ხდება თქვენს ქვეყანაში.  კიევში და მარიუპოლში, სხვა ქალაქებში რამდენად განადგურებულია ხალხი, ბავშვები. სასამართლო უნდა გამოვიყენოთ. დავიცვათ ხალხი და სიმართლემ გაიმარჯვოს. ისტორიული გაერთიანების მოწმეები ვართ. 41 ქვეყანა 48 საათში გაერთიანდა ჩემი მიმართვის შემდეგ. თუ გვინდა სიმართლემ იზეიმოს, უკრაინის საქმე უნდა იყოს საუკეთესო მაგალითი. ველოდები ეფექტურ თანამშრომლობას უკრაინულ მხარესთან, რომ სიმართლის კვალზე გავიდე, - განაცხადა ჰააგის პროკურორმა. 

 უკრაინის პრეზიდენტმა ჰააგის პროკურორს უკრაინაში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა.