შევაჩეროთ მკვლელობები - უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა ამერიკის კონგრესს

16.03.22 18:10
შევაჩეროთ მკვლელობები - უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა ამერიკის კონგრესს

უკრაინის პრეზიდენტის ემოციური მიმართვა  კონგრესს -  ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს, შექმნას ინსტრუმენტები, რომერლიც წინ აღუდგება უკრაინაში რუსეთის მიერ საომარ მოქმედებებსა და სისხლისღვრას.

ძალიან ბევრი უკრაინელი ქალი და ბავშვი გახდა სამიზნე რუსეთის შეიარაღებული ძალების, დღეს ათეულობით ქვეყანა არის წევრი კოალიციის, რომელიც აპროტესტებს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ინსტრუმენტები, რომელიც წინ აღუდგება ჩვენს ტერიტორიქზე რუსეთის ქმედებებს და საომარ მოქმედებებს აღკვეთს. ეს ყველაფერი რაც შეიძლება, მალე უნდა დასრულდეს და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბოროტება სასწრაფოდ დაისაჯოს. - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი კონგრესის წინაშე გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ახალი, მინიმუმ 20 ქვეყნისგან შემდგარი ალიანსი, რომელიც დაიცავს თავისი წევრი სახელმწიფოებიდა და ზოგადადა, მსოფლიოს მშვიდობას.

მთელი მსოფლიო დგას არჩევანის წინაშე - მათ აქვთ საშუალება და ინსტრუმენტები, შეაჩერონ ეს საბრძოლო მოქმედებები. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგი ინსტრუმენტები, რომელიც გამოიყენება რუსეთის შესაჩერებლად, არ მუშაობს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ახალი ალიანსი, ახალი უსაფრთხოება, ახალი მოქმედებები იმისთვის, რომ ეს ომი შევაჩეროთ. 

ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, შეიქმნას ახალი გაერთიანება, მაგალითად, 20 ქვეყნის, ქვეყნები, რომლებიც ხელს მოაწერენ შეთანხმებას და აიღებენ ვალდებულებას, რომ დაიცავენ უკრაინის უსაფრთხოებას, აგრეთვე, დაუწესონ სანქციები ნებისმიერ აგრესორს და გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე. ასეთი კავშირი შესაძლებელია, მივიდეს ნებისმიერი იმ ქვეყნის დასახმარებლად, რომლებიც თავდამსხმელების მხრიდან აგრესიას განიცდიან - თქვა ზელენსკიმ.

თავისი გამოსვლის მსვლელობისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს წარუდგინა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს რუსი აგრესორების ქმედებებს უკრაინაში.