უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს მოლაპარაკებებში - Financial Times

16.03.22 19:16
 უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს მოლაპარაკებებში - Financial Times

უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს მოლაპარაკებებში. ამის შესახეიბ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინამ და რუსეთმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს სავარაუდო 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში - რუსეთი თანახმაა, ცეცხლი შეწყვიტოს და ჯარები გაიყვანოს, თუ კიევი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და დათანხმდება, შეზღუდოს თავისი შეიარაღება, წერს Financial Times მოლაპარაკებებში მონაწილე სამ პირზე დაყრდნობით.

შემოთავაზებული შეთანხმება, რომელიც უკრაინელმა და რუსმა მომლაპარაკებლებმა პირველად სრულად განიხილეს ორშაბათს, ითვალისწინებს, რომ: 

კიევი ტოვებს ნატოში გაწევრიანების ამბიციებს;

დებს პირობას, რომ არ განათავსებს უცხოურ სამხედრო ბაზებს თავის ტერიტორიაზე; 

სანაცვლოდ, ის იღებს პირობას, რომ მას დაიცავენ მოკავშირეები. ეს მოკავშირეები შეიძლება იყოს აშშ, დიდი ბრიტანეთი. თურქეთი და სხვები; 

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესში კი არის პროგრესი, მაგრამ ამავე დროს არის ეჭვი, რომ პუტინმა შესაძლოა, დაარღვიოს ეს შეთანხმება.

 „მოსკოვს შეუძლია მოიგოს დრო თავისი ძალების გადაჯგუფებისთვის და შეტევა განაახლოს - წერს FT.

მსგავსი სიახლეები