დედაქალაქის ჰუმანიტარული შტაბი აგრძელებს მუშაობას. დახმარება მოდის კიევში - კიევის მერის მიმართვა მოსახლეობას

16.03.22 19:48
დედაქალაქის ჰუმანიტარული შტაბი აგრძელებს მუშაობას. დახმარება მოდის კიევში - კიევის მერის მიმართვა მოსახლეობას

მეგობრებო! ძვირფასო კიეველებო! კიევი აგრძელებს თავის დაცვას და მტრის თავდასხმის ქვეშ იმყოფება- კიევის მერი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, არ მოახდინონ განგაშის სირენების იგნორირება, საჰაერო იერიშების დროს კი თავი უსაფრთხო ადგილს შეაფარონ.

ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევში შემოდის ჰუმანიტარული დახმარება. 
 

დილით, როგორც იცით, რაკეტა შევჩენკოვსკის რაიონში მაღალსართულიან შენობას მოხვდა.
 მაშველებმა სახლის დაზიანებულ ზედა სართულებზე არსებული ნამსხვრევები უკვე დაშალეს.
მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ არის. ორი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 37 მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა.
 
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კიევის მოსახლეობას,  არ მოახდინონ განგაშის სიგნალების იგნორირება.  ჩავიდნენ უსაფრთხო ადგილებში  - თავშესაფრებში განგაშის დროს.
 
შეგახსენებთ, დედაქალაქში კომენდანტის საათი გუშინდელი დღიდან გრძელდება და ხვალ, დილის 7 საათზე დასრულდება. ხვალ კი მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, საწარმოები გაიხსნება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდული რეჟიმში იმუშავებს. მუშაობს ქალაქის  სასიცოცხლო  სისტემები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის საწარმოები და დედაქალაქის კომუნალური მომსახურება. დედაქალაქის ჰუმანიტარული შტაბი აგრძელებს მუშაობას. დახმარება მოდის კიევში. ქალაქში გროვდება საკვების, მედიკამენტების და პირველადი მოხმარების საგნების მარაგი.

ერთად დავდგეთ! დიდება უკრაინას! - ნათქვამია კიევის მერის ვიდეომიმართვაში