საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან - ლანდსბერგისი
"საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Facebook-ზე წერს. ლანდსბერგისის თქმით, რუსეთისთვის სნაქციების დაწესება აუცილებელია.
პუტინიზმისთვის სანქციების მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პუტინისტები ვერ გაექცევიან სამართალს. უკრაინაში პუტინიზმი უნდა შეწყდეს, თორემ კიბოსავით გავრცელდება. საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან - და, რა თქმა უნდა, "დემოკრატიული ბელარუსისგან".
დასავლეთმაც უნდა გაწმინდოს პუტინიზმის სული. ეს პროცესი დაწყებულია — ჩამორთმეული იახტებით, ვილებით, დახურული ანგარიშებით [...] უკრაინაში ომმა მასობრივი და საყოველთაო გლობალური დეპუტიზაცია დაიწყო. ბომბები მშვიდობიან მოსახლეობას ეცემა და დრო გადის", - წერს ლანდსბერგისი.