ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით - უკრაინაში ჩინეთის ელჩი

"ჩინეთი არასდროს დაესხმება თავს უკრაინას, პირიქით, დაეხმარება ეკონომიკური კუთხით", – ამის შესახებ უკრაინაში ჩინეთის ელჩმა ფანს სიანჟუნიმ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი პასუხისმგებლობით მოიქცევა.
„ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ განვითარებაში. სიტუაციაში, რომელიც ახლა გაქვთ, პასუხისმგებლობით მოვიქცევით. ვნახეთ, რამდენად დიდია თქვენი ერის ერთიანობა, რაც თქვენი სიძლიერეა“, – განაცხადა ელჩმა.
~