რუსული სისასტიკე უკრაინაში - ოკუპანტების თავდასხმებს 108 ბავშვი ემსხვერპლა, 120-ზე მეტი დაშავებულია

17.03.22 12:18
რუსული სისასტიკე უკრაინაში - ოკუპანტების თავდასხმებს 108 ბავშვი ემსხვერპლა, 120-ზე მეტი დაშავებულია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 108 ბავშვი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უკრაინის პროკურატურატურის ინფორმაციით,  აგრესორების მიერ დანაღმულ ტერიტორიაზე ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც 6 წლის ბავშვი დაიღუპა.

17 მარტის დილის მდგომარეობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ შემდეგ ოლქებში: კიევი - 52, ხარკოვი - 34, დონეცკი - 25, ჩერნიგოვი - 24, მიკოლაევი - 20, ჟიტომირი - 15, სუმი - 14, ხერსონი - 10.

ოფიციალური მონაცემებით, დაზიანდა 411 სასწავლო დაწესებულება, ( 63 მთლიანად განადგურდა).  119 ნგრევა დაფიქსირდა დონეცკის ოლქში, 77 - ხარკოვის ოლქში, 30 - მიკოლაევის ოლქში, 28 - სუმის ოლქში, 35 - კიევის ოლქში, 21 - ხერსონის ოლქში, 24 - დედაქალაქ კიევში. 

დაიბომბა 11 სამედიცინო დაწესებულება და 3 სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი.

რაც შეეხება მარიუპოლის თეატრს უწყების ცნობით, მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები